გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
ქართული
|
სწავლების საფეხური
|
პირველი კლასი. მასწ. ნინო გოგოლაძე.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეები შეისწავლიან კიდევ ერთ
ასო-ბგერას ,, წ“-ს, რომელიც ხელს
შეუწყობს მათი წერა-კითხვის უნარის გაუმჯობესებას. ,
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
,,წ“ ასო -ბგერის გაცნობა
·
მეტყველების განვითარება
·
ლოგიკური თანმიმდევრობის თხრობის ჩვევის
გამომუშავება
·
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, აზროვნების
განვითარება
·
მოსწავლე
აღწერს სურათს.
·
ზეპირმეტყველებაში
აფიქსირებს საანალიზო წინადადებას, სიტყვას, ასო-ბგერას.
·
კითხულობს
,,წ“ ასოებს სიტყვაში, ფრაზაში.
·
ზეპირად
წარმოსთქვამს ლექსს,გამოცანას,ენის გასატეხს.
·
მოსწავლე
აღწერს შინაურ ფრინველებს ნიშნის მიხედვით (კეძოდ ქათამზე და წიწილაზე)
·
ასაბუთებენ
რატომ ჰქვიათ შინაური ფრინველი.
·
დაახასიათებს
მათ ნიშან- თვისების მიხედვით.
·
იყენებს
ისტ-თან ურთიერთქმედების
მოწყობილობებს:შეტანის ( კლავიატურა, თაგვი) და გამოტანის მოწყობილობებს (
მონიტორი) ისტ-ის საშუალებების
წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
·
იყენებს ისტ- ის საშუალებებს, მასწავლებლი მიერ ან
დამუკიდებელი სასწავლო აქტივობისას ,
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსაწავლეებმა იციან
·
სურათის აღწერა, შეუძლიათ მარტივსიუჟეტიანი
ნაწარმოების შინაარსის გადმოცემა, ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვით.
·
წერა-კითხვა
შესწავლილი ასო-ბგერებით
·
ხმოვანი
და თანხმოვანი ასო- ბგერები.
·
ღია და
დახურული მარცვლები.
·
სიტყვების
დაშლა ასო-ბგერებად, მარცვლებად და აწყობა.
·
იციან
ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, სამსიტყვიანი და ა. შ. წინადადებები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
·
განმავითარებელი: კომენტარებით (აქტიურობისათვის, ჩართულობისათვის, წყვილებში
მუშაობისათვის, ბუკის კარგად გამოყენებისათვის, დავალების სწორად
გააზრებისათვის, წერის კულტურისათვის).
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დედაენის სახელმძღვანელოები,
ბუკები, აქტივობების რვეულები, ავტოკალმები, ფორმატები ნახატებით
(აქტივობისათვის), დაფა, წიწილას სურათი, მარკერები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. სამოტივაციო სავარჯიშო - 3წთ.
მასწ.: ბავშვებო, მე თქვენთვის
ერთი მშვენიერი სურათის მოტანა მინდოდა, მაგრამ იცით რა მოხდა? ჩემს სამუშაო
მაგიდას ერთი უცნაური სტუმარი ეწვია (ვაჩვენებ მოსწავლეებს თოჯინას). აბა, თუ მიხვდებით რა
არის ეს?
მოსწ.: წრუწუნააა
მასწ.: ამ წრუწუნამ იცით რა ქნა?
ჩემი მომზადებული სურათი დახრა, ოთხ ნაწილად აქცია. მოდი, იქნებ დამეხმაროთ და
ეს სურათი ამაწყობინოთ.
მოსწავლეები აწყობენ წიწილას
სურათს.
აქტივობა
2. ასო-ბგერა
„წ“-ს გაცნობა. – 2წთ.
მასწ.: აბა, ვინ იცის, რა არის ეს?
მოსწ.: წიწილა
მასწ.: მართალია.
მასწ : სურათის ქვეშ მარკერით ვწერ სიტყვას „წიწილა“
მასწ.: აბა, ვინ მეტყვის, ჩემს მიერ დაწერილ სიტყვაში, რომელი ასო-ბგერა არის ჯერ ჩვენთვის უცნობი?
მოსწავლეები -------,,წ’
მასწ.: კარგად დააკვირდით ჩვენს
მიერ შესწავლილ რომელ ასო-ბგერას მოგაგონებთ?
მასწ.: ძალიან კარგია. აბა, ყველა კარგად დააკვირდით ამ ასოს, დაიმახსოვრეთ.
ვაჩვენებ ვიდეოს წიწილაზე. 3 წთ.
აქტივობა 3. წყვილებში მუშაობა - 3 წთ.
ვაწყვილებ მოსწავლეებს დავურიგებ მცირე ზომის ფორმატებს, რომლის შუაგულში
წერია ასო „წ“, ხოლო ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა საგნები. მოსწავლეებმა
უნდა გამოიცნონ და შემოხაზონ ის
საგნები, რომელთა სახელებიც იწყება „წ“-ზე. დასრულების შემდეგ მოსწავლეები
წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. აქვე ვთხოვ მოსწავლეებს „წ“-ზე დაწყებული სიტყვები დაასახელონ. ბოლოს ვაკეთებ
კომენტარს.
აქტივობა 4. სავარჯიშო განტვირთვისათვის - 3 წთ.
ვთხოვ, მოსწავლეებს ჩართონ ბუკები.
სანამ ბუკი ჩაირთვება განტვირთვისათვის
ასრულებენ ასეთ აქტივობას:
ბავშვები დგებიან წრეში.ვაწვდი
ინსტრუქციას: ჩვენ ახლა უნდა გავახმოვანოთ წვიმა.როცა ვიტყვი „წვრილი წვეთები!“
- გაატკაცუნეთ თითები, „წვიმა!“ - ხელებს ვირტყამთ მუხლებზე, „ჭექა-ქუხილი!“ -
ვაბრახუნებთ ფეხებს, „ამოდის მზე!“ - ხელებს ვწევთ მაღლა.
აქტივობა 5. ბუკებში მუშაობა - 3 წთ.
განტვირთვის შემდეგ მოსწავლეები სხდებიან თავიანთ
ადგილებზე, ვთხოვ გახსნან ქამა-ბუკის
თამაშის ქართული და მოძებნონ ასო-ბგერა „წ“.მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ ყველა „წ“ და მათ მიერვე არჩეულ ფერად
გაფერადონ ისინი (მაგ. წითლად).
აქტივობის დასრულების შემდეგ
მოსწავლეები გამორთავენ ბუკებს.
აქტივობა 6.
3 წთ
გავუგზავნი
ფაილს, სადაც ჩემს მიერ არის შედგენილი
სახალისო დავალება: ფიგურების გადათრევით სიტყვა ,,წიწილას“ აწყობა. ასევე ასოებით და მარცვლებით სიტყვების
აწყობა.
აქტივობა 7. მოძრავი პაუზა - 1წთ
10, 9,
8, 7, გავაკეთოთ დიდი მშვილდი,
6, 5,
4, 3, დასაჯდომად მზად გვაქვს სკამი.
3, 2,
1, ძლიერ გვიყვარს ერთმანეთი.
აქტივობა 8.
წიგნში კითხვა (კითხვის ტექნიკა) – 7 წთ
მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები გადაშლიან
დედაენას ასო-ბგერა „წ“-ზე. კითხულობს ჯერ მასწავლებელი, მოსწავლეები თვალს
ადევნებენ. შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ (ნაწილ-ნაწილ).
აქტივობა 10.
წაკითხული ტექსტის დამუშავება
კითხვებით - 4 წთ.
წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი
სვამს შეკითხვებს, მოსწავლეები პასუხობენ. მაგალითად:
1. წაკითხულში რომელი სიტყვა შეგხვდათ
უცნობი?
2.
მოცემულ სიტყვებში რომელია
ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი?
3.
მომიძებნეთ ორსიტყვიანი
წინადადება, სამსიტყვიანი..., ოთხსიტყვიანი...
4. წინადადებაში იაკობ გოგებაშვილის
სახელია გამოყენებული. აბა, გავიხსენოთ ვინ იყო ის და რა დაგვიწერა (შეიძლება
რომელიმე მოსწავლემ ლექსიც თქვას დედაენაზე).
აქტივობა 11. საშინაო დავალება - 2 წთ.
1. წაიკითხონ „წიწილა“.
2. ვუგზავნი სლაიდს: ასო-ბგერა
,,წ“. სლაიდში მითითებული ლექსი, ანდაზა და გამოცანა ისწავლონ ზეპირად
აქტივობა 12. შეფასება -1 წთ
ვაფასებ განმავითარებელი კომენტარებით, ვთხოვ
მოსწავლეებს გაკვეთილის შეფასებას: მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? ყველაზე
მეტად რომელი აქტივობა მოგეწონათ? ყველაზე ნაკლებად? კიდევ რას გააკეთებდით? და
ა.შ.
|