ჩემს შესახებ

Wednesday, June 17, 2015

ი.გოგებაშვილი ,,ცრუ" გეგმა


გაკვეთილის თემა
ცრუ
სწავლების საფეხური
პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტიურობა
მოსწავლემ უნდა იცოდეს რომ ტყუილი ყველაზე ცუდი თვისებაა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
კითხულობს ტექსტს და გამოაქვს დასკვნები.
ასაბუთებს თავის აზრს.
ეს შეგონება უნდა გამოიყენონ ცხოვრებაში,


გაკვეთილის მიზნები და ამოცანები
ხმამაღალი და სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება.
ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და პრაქტიკულად გამოყენება.
კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა.
სწორი წერის ჩვევის დაუფლება.
წინასწარი ცოდნა
იციან რომ ყველა იგავი აღმზრდელობითი ხასიათისაა.
სურათის აღწერა.იციან ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, სამსიტყვიანი წინადადება და ა.შ.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი: კომენტარებით  (აქტიურობისათვის, ჩართულობისათვის, წყვილებში მუშაობისათვის, ბუკის კარგად გამოყენებისათვის, დავალების სწორად გააზრებისათვის, წერის კულტურისათვის).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
შინაური  და გარეული ცხოველების სურათები, დედაენის სახელმძღვანელო, ბუკები, აქტივობების რვეულები, ავტოკალმები, ფორმატები ნახატებით (აქტივობისათვის), დაფა,
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
  1. კითხვისთვის მზადება.5 წთ
       დაფაზე ვწერ სიტყვებს:
,,დაუჯერებენ“  ,,მთქმელს“  ,,აღარ“ ,,ტყუილს“  ,,მართალსაც“ ვაძლევ დავალებას მოცემული სიტყვები ააწყონ  ისე რომ მიიღონ ანდაზა. აანალიზებენ ანდაზის შინაარსს,უკავშირებენ მას მოსმენილსა და ნანახს.
         2. ფიზ/ წთ .     2 წთ
3.ტექსტის კითხვა . 5 წთ
4.ტექსტის ანალიზი.  4 წთ
     5.დასკვნების გაკეთება. 4  წთ
    6.წყვილებში მუშობა. 4  წთ
    7.ფიზ/წთ. 2 წთ
   8. ბუკებში მუშობა. 5 წთ
  9.საშინაო დავალება. 2 წთ
   10. შეფასება. 2 წთ
  ვაფასებ  განმავითარებელი კომენტარებით, ვთხოვ მოსწავლეებს გაკვეთილის შეფასებას: მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? ყველაზე მეტად რომელი აქტივობა მოგეწონათ? ყველაზე ნაკლებად? კიდევ რას გააკეთებდით? და ა.შ.