ახალი წელი ყველა ბავშვისათვის საოცნებო და სანატრელია. ელოდებიან თოვლის პაპას, ნუგბარ სასუსნავებს, საახალწლო საჩუქრებს,ახალ წელს და თავიანთი გულწრფელი, ბავშვური ოცნებების ასრულებას.მსურდა მათი სურვილები ნაწილობრივ მაინც ამეხდინა და მათ წინასაახალწლო განწყობაზეც მეზრუნა.შევძელით და პროექტის განმავლობაში რამოდენიმე დღე მათთვის ნამდვილ ზეიმად ვაქციეთ. მიზანი : ტრადიციადქცეული წინასაახალწლო აქტივობების შესრულება, საახალწლო განწყობის შექმნა, ბავშვების გახარება, მათი სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარების განვითარება.