ჩემს შესახებ

Tuesday, April 21, 2015

გარემოს დაცვა უპირველესი პრობლემაა დედამიწის.გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე.ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.დამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება.მას შემდეგ ადამიანი არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს,არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც:გაჩეხა ტყეები,გადახნა მიწები,გაიყვანა გზები,ააგო ხიდები და კაშხალები,ააშენა ქალაქები და ა.შ.